გია ვოლსკი - ნიკა მელიას დაპატიმრებით მანიპულირებს „ნაცმოძრაობა“ და ყველა დანარჩენი, ვინც მის გარშემოა შეკრებილი, მე მათ პირობითად, „საცივში თავჩაყოფილებს“ ვეძახი

ნიკა მელიას დაპატიმრება არის ის თემა, რომლითაც მანიპულირებს „ნაცმოძრაობა“ და ყველა დანარჩენი, ვინც მის გარშემოა შეკრებილი, პირობითად, საცივში თავჩაყოფილებს ვეძახი მე მათ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას, რომ დიალოგი განახლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკების მაგიდას ნიკა მელიაც მიუჯდება.

ვოლსკის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გარშემო შეკრებილებს არასდროს უფიქრიათ პარლამენტში შესვლაზე და არაერთხელ განაცხადეს, რომ დესტაბილიზაციის და რევოლუციის გეგმა მათთვის არის გადამწყვეტი.

„რასაკვირველია, მოლაპარაკების მაგიდასთან პოზიციით მისვლა არის მნიშვნელოვანი და არა ის, ვინ მიიღებს მონაწილეობას. ანალიზი გვიჩვენებს და გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ნიკა მელია სწორედაც პატიმრობისთვის იყო განწირული თავისი გუნდის მიერ, თავისი თანხმობით, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ დღეს ეს ვითარება დამდგარიყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია იყო ძლიერი და იყო ზეწოლა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და დანარჩენი საკითხი განხილული უნდა ყოფილიყო პარლამენტში. აი, ამის შეცვლისთვის იყო გაკეთებული ის, რასაც ნიკა მელიასთან დაკავშირებული საკითხი ჰქვია,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო