გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საკრებულოდან აცნობეს.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ზუსტად ერთი საუკუნის წინ, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი იუნკერები ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ. მისივე თქმით, ყველა ჩვენგანის ვალია, არასდროს დავივიწყოთ მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე.

„დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. 100 წლის წინ, იუნკერებმა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის თავიანთი სიცოცხლე უპირობოდ გასწირეს. ფასდაუდებელია მათი დამსახურება სამშობლოს წინაშე. მათ და მათთან ერთად სხვა გმირებმაც, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სიცოცხლის ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად იბრძოლეს. ჩვენი სამშობლოს ნაწილი დღესაც ოკუპირებულია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ოკუპაცია დროებითია და ჩვენი ქვეყნის მომავალი ერთიანი და ძლიერი საქართველოა. მინდა, დიდი პატივი მივაგო სწორედ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს და ქედი მოვიხარო მათ წინაშე“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა