გიგა ბოკერია - ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური რეპრესიების დასრულება, მელიას და რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები - ამის მიღმა ვერ იქნება ვერაფერი, რამაც შეიძლება განმუხტოს ვითარება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ დათმობაზე წასვლა მოუწევს. მისი თქმით, თუ ხელისუფლება დათმობისკენ ნაბიჯს არ გადადგამს, ეს საბოლოდ მათი დამარცხებით დასრულდება.

„ხვალ არის პირველი მსვლელობა თბილისში და მას მოჰყვება როგორც რეგიონებში, ისე შემდგომი აქციები თბილისში. როცა საუბარია არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაზე, პიკეტირება ბუნებრივი ინტრუმენტია მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე პროტეტსტის. ეს გაგრძელდება ვიდრე არ მივიღებთ იმ შედეგს, რაც გვინდა. ჩვენ ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური რეპრესიების დასრულება, ანუ ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამის მიღმა ვერ იქნება ვერაფერი, რამაც შეიძლება განმუხტოს ქვეყანაში ვითარება. რაც შეეხება იმას, მჯერა თუ არა, რომ წამოვა „ოცნება“ დათმობაზე, ჩემი პასუხია, რომ მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა. თუ ის ბოლომდე გაყვება ამ გზას, რომელიც სრულდება კატასტროფით, ის საბოლოო ჯამში დამარცხდება. ჩვენ ამისთვის გამოვიყენებთ ისეთ ინტრუმენტებს, როგორიცაა პიკეტირება, მსვლელობები, თბილისსა და რეგიონებში, მიტინგები და კარვების გაშლა პარლამენტთან“ , - განაცხადა ბოკერიამ.

ასევე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა, რომ ოპოზიციამ გაითვალისწინოს ევროკავშირის მოწოდება, ოპოზიციის როლი უნდა იყოს კონსტრუქციული და ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში. ბოკერიას თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„სართოდ განიხილება პარლამენტში შესვლა? ეს საერთოდ დღის წესრგიშიც არ დგას. ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება მას შემდეგ, რაც მოხდება პოლიტპატიმრების გათავიუსუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა