გია ვოლსკი - ოპოზიცია ფიქრობს, თუ როგორ გამოძვრეს იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს

ოპოზიცია ფიქრობს, თუ როგორ გამოძვრეს იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ საერთაშორისო გამოხმაურების კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავარი ევროკავშირის და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებია.

ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია, სავარაუდოდ, დიალოგზე მოწოდებებს არ გაიზიარებს.

"რასაკვირველია, ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე პოლიტიკურ ლიდერებს აქვთ თავისი პოზიციები კონგრესშიც და სენატშიც, მათ არ შეუცვლიათ პოზიციები არასდროს მაშინ, როცა კაპიტოლიუმზე შეტევის დროს საკმაოდ მყარი პოზიცია ჰქონდათ და ტრამპის იმპიჩმენტი დააყენეს დღის წესრიგში. ეს არის რეალობა და როცა რეალობაზე ვმსჯელობთ, სახელმძღვანელოდ უნდა მივიღოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის დღევანდელი განცხადება. ეს არის მოწოდება ორივე მხარის მიმართ, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იმსჯელონ პარლამენტში შექმნილ ვითარებაზე და ამ ვითარებიდან გამოსავლის გზებზე, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გზებზე. თუ სიტყვა შეშფოთებას ვხმარობთ, შეშფოთება საჭიროა და ნამდვილად ვიზიარებთ ამ შეშფოთების ყველა მიზეზს, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუარესების პერსპექტივას, მაშინ როცა შეიძლება კრიზისიდან უკეთესი შედეგებით გამოვიდეთ.

ვფიქრობ, ოპოზიცია მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია ის, თუ როგორ გამოძვრნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს. რასაკვირველია, ჩვენს მიმართ მოთხოვნები არის პრინციპული, საკმაოდ მკაფიო, ზოგ შემთხვევაში მწვავეც, მაგრამ შექმნილ ვითარებაში, თუკი, ოპოზიცია კვლავ ამ დესტრუქციულ რევოლუციურ გზას განაგრძობს, მე არ მგონია, რომ მათ ექნებათ მხარდაჭერა, მათ შორის თავის მომხრეებშიც და საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო