ახალგაზრდობის სააგენტომ მესტიის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური ახალაგზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში შეხვედრა გამართა

ახალგაზრდობის სააგენტო მუნიციპალური ახალაგზრდობის პოლიტიკის სარეფორმო მიმართულების ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს, მუნიციპალური ახალაგზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.

მათიცე ცნობით, შეხვედრაზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შენებლობის პროცესი და მიღწეული შედეგები განიხილეს, რაც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გაკეთდა.

„მათ შორისაა მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალაგზრდების საჭიროებებების კვლევის შედეგების განხილვა, რაზე დაფუძნებითაც ადგილზე ახალგაზრდობის სტრატეგიის დოკუმენტი შეიქმნა. აღნიშნული დოკუმენტი საჯარო განხილვების ეტაპზეა, რის შემდეგაც უახლოეს პერიოდში საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება. შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა, მესტიის მუნიციპალიტეტში, მცირე ახლაგაზრდული სივრცის გახსნაა, რაც ახალაგზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს. სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, მესტიის მუნიციპალიტეტში, „ახალგაზდულ კლუბ ბეთქილში“, მცირე ახალაგზრდული სივრცე გაიხსნა. ამისთვის სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალაგზრდული სივრცეების კონფეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა