ავტოიმპორტიორებს ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის 1 ივნისამდე გაუხანგრძლივდათ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთხელ იქნა მიღებული განბაჟების გადავადების გადაწყვეტილება.

ამასთან, უწყების ცნობით, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან.

„საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში, განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე, პერიოდში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა, 2021 წლის 1 მარტის ნაცვლად , 2021 წლის 1 ივნისამდე გაუხანგრძლივდათ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვეულია ამ სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტში დეკლარირების შემდეგ დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა). აღნიშნული შეღავათი დაახლოებით 19 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეეხება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ავტოიმპორტიორებს, დაიცვან კანონით დადგენილი საბაჟო პროცედურები და ვადები”,-აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა