ნინო ბურჯანაძე - საჭიროა ბრძოლა, რომ ვიყოთ ღირსეული სახელმწიფოს ღირსეული ხალხი

,,დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. ქედს ვიხრი სამშობლოსთვის გმირულად დაღუპული ყველა ქართველის ხსოვნის წინაშე, ვისთვისაც ყველაფერზე ძვირფასი იყო სამშობლო, დამოუკიდებლობა და მისი უკეთესი მომავალი", -ნათქვამია ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.

მისივე თქმით, 100 წლის წინ ახალგაზრდა იუნკერებმა, რეგულარული ჯარის ნაწილებმა, გვარდიელებმა, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებმა სისხლი დაღვარეს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის.

„ნებისმიერი ქართველისათვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის იყო უპირველესი. დღეს როგორც არასდროს ისე გვჭირდება დანაწევრებული ჩვენი ქვეყანის და ორად გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანება, რათა გვქონდეს ღირსეული სახელმწიფო და ჩვენ ვიყოთ ღირსეული ერი. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება სამაგალითო პატრიოტები, რომლებიც წინ აღუდგნენ უზარმაზარ ძალას და მომავალ თაობებს მოგვცეს მაგალითი იმისა, რომ სამშობლოს დასაცავად ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუ საჭიროა საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი", - აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო