ნინო ბურჯანაძე - იმ ფონზე, როცა რუსეთს სანქციებს უწესებენ ნავალნის დაკავების გამო, როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას არ დაუწესდეს სანქციები ნიკა მელიას დაპატიმრების გამო? - მიდგომა უნდა იყოს ერთნაირი!

იმ ფონზე, როდესაც რუსეთს სანქციებს უწესებენ ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას არ დაუწესდეს სანქციები ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით? - ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ყველასთან ერთნაირი მიდგომა უნდა იყოს.

ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ფულებს თუ გაუყინავენ, ეს რატომ იქნება ქვეყნისთვის დამაზიანებელი? რაც ხელისუფლებაშია, ქვეყნისთვის მას დიდად არც მოუხმარებია თავისი პირადი ფინანსები. თავად ხელისუფლების გადასაწყვეტია, ამ სანქციებზე წავიდეს, თუ არა. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ სანქციები არ იყოს. არც არავინ დააწესებს სანქციებს იმ ვითარებაში, თუ კარგად მოიქცევა ხელისუფლება. მოიქცეს კარგად და არავინ სანქციას არ დაუწესებს. კატეგორიულად ვერ წარმომიდგენია, იმ ფონზე, როდესაც რუსეთს სანქციებს უწესებენ ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას არ დაუწესდეს სანქციები ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით? რა გამოდის, რუსები ჩვენზე მეტად დემოკრატიული ქვეყანაა? არ მგონია, ასეთი სელექცია სწორი იყოს. მიდგომა უნდა იყოს თანასწორი, როცა აპატიმრებენ პოლიტიკურ ლიდერს, როცა ეს დაპატიმრება არ არის სწორი და კითხვები ჩნდება პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, ყველას მიმართ ერთნაირი მიდგომა უნდა იყოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა