მაკა ბოჭორიშვილი - სანქციების რეჟიმი არ განიხლება, საქართველოში არაფერი ისეთი საშინელება არ ხდება, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი დონის სასჯელებზე ვისაუბროთ

სანქციების რეჟიმი არ განიხლება ბუნებრივია, საქართველოში არაფერი ისეთი საშინელება არ ხდება, რომ ვისაუბროთ ასეთი დონის სასჯელებზე ჩვენი ქვეყნისთვის,- ასე პასუხობს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტების კითხვას, როგორ აფასებს შესაძლო სანქციების თაობაზე მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ პროცესები კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა დაბრუნდეს.

"ზოგადად არ მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის მოყვარეებს საერთოდ უხაროდეთ თუნდაც ის ტონი, კრიტიკა, რაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მისამართით ისმოდეს,"- აცხადებს ბოჭორიშვილი.

ჟურნალისტების დაზუსტებაზე, რომ საუბარია არა ქვეყნისთვის, არამედ ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირებისთვის სანქციების დაწესებაზე, ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ "ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ადამიანი არ არის და არარელევატურად მიაჩნია ამ თემაზე საუბარი."

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ბოლო დღეებში საერთაშორისო პარტნიორებისგან ბევრი გზავნილი გაჟღერდა.

"მსგავსი საერთაშორისო ხმაური შეიძლება ქვეყნისთვის სახარბიელო სურათს არ ქმნიდეს. მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორები აფასებდნენ საერთო სურათს და არ ხდებოდეს თითოეული ფაქტის კონტექსტიდან ამოგლეჯილად განხილვა",- აღნიშნავს ბოჭორიშვილი.

ის ასევე ევროკავშირის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ეს არის დიაგნოზი იმისა, თუ რა სჭირდება ქვეყანას ევროკავშირისკენ სვლისკენ".

"პირველ რიგში უნდა დასრულდეს პოლარიზაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის და საპარლამენტო ცხოვრება უნდა იყოს ინკლუზიური, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა დასრულდეს ბოიკოტის რეჟიმი და ოპოზიციამ მუშაობა გააგრძელოს პარლამენტიდან. ასევე, გვქონდეს ისეთი ინსტიტუტები, რომელსაც ექნება საზოგადოების დიდი ნდობა. ასეთი ინსტიტუტების მშენებლობა შეიძლება მხოლოდ ინკლუზიური საპარლამენტო ცხოვრებით ისეთ დროს, როცა ყველა პოლიტიკური პარტია ჩართული იქნება საპარლამენტო საქმიანობაში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა