დიმიტრი ხუნდაძე - ნებისმიერი ძალადობა დაუშვებელია, მაგრამ ვიყოთ ობიექტურები - არც თუ ისე იშვიათად, ტელევიზიების მხრიდან კონკრეტული პირების მიმართ ტყუილის ტირაჟირება ხდება და ტყუილიც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა

ნებისმიერი ძალადობა დაუშვებელია, მაგრამ ვიყოთ ობიექტურები - არც თუ ისე იშვიათად, ტელევიზიების მხრიდან კონკრეტული პირების მიმართ ტყუილის ტირაჟირება ხდება და ტყუილიც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ კითხვას, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარი თავდასხმა ხომ არ არის მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების განცხადებებით წახალისებული.

ხუნდაძემ სანაიაზე თავდასხმა დაგმო და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნებისმიერი ძალადობა, თუნდაც მცირედი, მიუღებელია, რადგან მცირედი ძალადობაც შემდეგ დიდ ძალადობას წარმოშობს.

„რა თქმა უნდა, ვახო სანაიაზე თავდასხმა არის მიუღებელი. ნებისმიერ ადამიანზე თავდასხმა მიუღებელია, მით უფრო ჟურნალისტზე და მით უფრო იმ გარემოებაში, როცა ვახოსთან ერთად იყვნენ მისი ოჯახის წევრები და იმყოფებოდა ბავშვი. სასიხარულოა, რომ სამართალდამცავებმა ოპერატიულად იმოქმედეს და ეჭვმიტანილები არიან დაკავებული. იმის მიუხედავად, თუ ვინ არიან თავდამსხმელები და ვინ არის მსხვერპლი, გამოძიება ობიექტურად უნდა ჩატარდეს და სტატუსის მიუხედავად, ყველა დაისაჯოს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა