მარიკა დარჩიას ინიციატივით პროექტი ,,ხსოვნის სკამები თბილისს“ დაიწყო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას ინიციატივით პროექტი ,,ხსოვნის სკამები თბილისს“ დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრებისა და თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნებისთვის პატივის მისაგებად თავისუფლების მოედანზე მდებარე სკამებზე მემორიალური ფირფიტები განთავსდა.

მარიკა დარჩიას განცხადებით, აღნიშნული პროექტის პრაქტიკა მსოფლიოს არაერთ ქალაქში არსებობს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალაქის მეხსიერების გაცოცხლებისა და ისტორიის ყოველდღიურ ცხოვრებაში განცდის თვალსაზრისით.

,,დღეს ჩვენ პროექტს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც პატივს მივაგებთ ქალაქისა და ზოგადად, ქვეყნისთვის მოღვაწე ადამიანთა სახელებს. სწორედ დღეს, პირველ ეტაპზე, მემორიალურ ფირფიტებზე თბილისის საბჭოს რამდენიმე ხმოსნის სახელები დავიტანეთ და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, -აღნიშნა მარიკა დარჩიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, პროექტი ,,ხსოვნის სკამები თბილისს“ გაგრძელდება და საქართველოში მოღვაწე ისტორიულ ფიგურებს გაიხსენებს.

პროექტის ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა უბანში, სკამებზე ასევე ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების შემოქმედებიდან წარწერებიც განთავსდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო