დავით სერგეენკო -  ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინა, რაც შეიძლება მალე შემოვიდეს

არ მაქვს ინტერესი იმისა, რაიმე ან ხელოვნურად მივჩქმალო ან ხელოვნურად გავაბუქო - ვიცი, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინა, რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

სერგეენკოს თქმით, ახლა ვაქცინაციის პროცესი მთელი მსოფლიოსათვის ყველაზე მთავარი რამ არის.

"ერთადერთი გამონაკლისი ალბათ ისრაელია, ვინც დაიწყო პირველი ვაქცინის კეთება, სერიოზული პრობლემა აქვთ მეორე დოზის მიწოდებაზე. ვაქცინაციის პროცესი წყნარად და მშვიდად არსად არ მიდის. გასულ კვირას იაპონიის ელჩს შევხვდი, რომელმაც მითხრა, რომ ვაქცინაცია იაპონიაში ორი კვირის წინ დაიწყო - აი, ასეთ განვითარებულ და დისციპლინებულ ქვეყანაში. შეიძლებოდა ჩვენ იმ ქვეყნების რიგში ჩავმდგარიყავით, ვინც ვაქცინაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაკვალიფიცირებული ვაქცინებით, მაგალითად, ჩინურითა და რუსულით დაიწყო, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, სწორი საქციელი არ იქნებოდა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო