მამუკა ხაზარაძე - ხვალინდელი დღის მთავარი გზავნილი იქნება - ქვეყნის თავისუფლების გადარჩენა და ტოტალური სიმახინჯის დამარცხება, რომელიც ქვეყანაში შექმნა „ქართულმა ოცნებამ"

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხვალინდელი დღის მთავარი გზავნილი „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ტოტალური სიმახინჯის დამარცხება და ქვეყნის თავისუფლების გადარჩენაა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

„ხვალ არის ოპოზიციის დიდი მსვლელობა. ჩვენ , „ლელოელები" ვიკრიბებით 12 საათზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. „ლელო" დააფიქსიერებს თავის ერთობას და შემდეგ შეუერთდება სხვა ოპოზიციურ პარტიებს ფილარმონიასთან, საიდანაც გაგრძელდება ერთობლივი მსვლელობა. სწორედ ამიტომ, მინდა ჩვენი მხარდამჭერები მოვიწვიო უნივერსტეტთან. ხვალინდელი დღის მთავარი ლოზუნგი იქნება - ამ ქვეყნის თავისუფლების გადარჩენა და ერთხელ და სამუდამოდ, ამ ტოტალური სიმახინჯის დამარცხება, რომელიც ქვეყანაში შექმნა „ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, გაერთიანებას და დიალოგს ოპოზიციასთან და "ოცნებასთან" ალტერნატივა არ გააჩნია.

„მე მინდა ხვალინდელ დღეზე საუბარი. მსურს ხიდები ავაშენო იმ ადამიანებთან, რომელთაც აქვთ სურვილი, რომ ეს ქვეყანა ამოიყვანონ ჭაობიდან. ამიტომ გაერთიანებას და დიალოგს ოპოზიციასთან და "ოცნებასთან" ალტერნატივა არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, ყველამ უნდა გადალახოს პიროვნული ამბიციები.

ჩვენ მივიღეთ საქართველო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ტოვებენ სხვადასხვა გზებით. ეს მოცემულობა და გაჭირვება შექმნა „ქართულმა ოცნებამ". ბოლო რვა წელიწადში არცერთი პროექტი არ განხორციელებულა, რომ საქართველოს მოქალაქეებს იმედი გასჩენოდათ. ამ ქვეყანას აქვს მომავალი, ამიტომ ვინც აქ ვართ დარჩენილები და ვისაც აქვს ჩვენი ემიგრაციის მხარდაჭერა, სწორედ იმ ადამიანებმა უნდა ამოვიყვანოთ ქვეყანა ჭაობიდან", - აღნიშნა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა