დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას ესაუბრა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავის პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნიევ რაუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბრისას დიპლომატებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობა და პარტნიორობა.

“საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ ჩარჩოებში გადასვლისა და მხარეებს შორის დიალოგის მნიშვნელობას, რათა არსებული კრიზისი დროულად იქნას დაძლეული.

ამასთან, დავით ზალკალიანმა პოლონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის როგორც საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების, ისე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოსა და პოლონეთის პირველმა დიპლომატებმა მიმოიხილეს გლობალური პანდემიის მხრივ ორივე ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ვაქცინაციის პროცესი. აღინიშნა ვაქცინების თანაბარი გადანაწილების აუცილებლობა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა ამ კუთხით პოლონეთის მიერ გამოხატული მყარი პოზიციისა და ძალისხმევის მიმართ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო