ოკუპაციის 100 წლისთავთან  დაკავშირებით,  ოკუპირებული ტერიტორიებისა  და  საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო პროექტების  კონკურსი  გამოცხადდა

ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებისა და საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო პროექტების კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2021 წლის კონკურსის მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების (მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევების განვითარება, მათი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების შესწავლა, კვლევის შედეგების გავრცელება, კვლევის ინტეგრაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში.

„25 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების კონკურსი და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების კონკურსი.

საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2021 წლის კონკურსის მიზანია საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების (საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან არსებული საქართველოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია) შემსწავლელი კვლევების განვითარება, მათი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო