თელავიდან  ჩამოსულმა აქტივისტებმა პარლამენტთან კარავი გაშალეს

საქართველოს პარლამენტთან თელავიდან ჩამოსულმა აქტივისტებმა კიდევ ერთი კარავი გაშალეს.

ისინი ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას დაპატიმრებას აპროტესტებენ და მმართველ გუნდს ქვეყანაში შექმნილი ვითარების განსამუხტად ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

აქტივისტები ღამის გათევას და პარლამენტთან დარჩენას აპირებენ. მათი განცხადებით, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან ჩამოსულმა აქტივისტებმა კარავი უკვე გაშალეს. ახლა კი, ბათუმიდან ჩამოსულ აქტივისტებს ელოდებიან.

,,დღეს გადმოვიტანეთ თელავის საპროტესტო კარავი თბილისში და ვუერთდებით ცენტრალურ აქციას. ,,რუსულ ოცნებასთან” ბრძოლა გადავიდა გადამწყვეტ ფაზაში იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილი იჭერს ოპოზიციის ლიდერებს ყველანაირი ბრუტალური მეთოდებით. ახლა არის ერთიანობის დრო და ყველას მინდა ვთხოვო ერთი დღე კარავში გამოცადონ საკუთარი თავი დევნილებად.

ჩვენ ვაპირებთ აქ ყოფნას გამარჯვებამდე რომელიც ჩვენთვის იქნება ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ჩვენ არ გვსურს რადიკალური მეთოდები და ვართ მშვიდობიანი პროტესტის მომხრეები. ზუგდიდი და ქუთაისი უკვე აქ არის და ჩემი ინფორმაციით, ბათუმიც მალე შემოგვიერთდება”, - აღნიშნა რამაზ აივაზაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო