პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა

საქართველოს პარლამენტთან შეკრებილმა აქტივისტებმა აქცია ბანერებით ,,Never back to USSR - არასოდეს უკან საბჭოთა კავშირში” დაასრულეს.

ადგილზე შეკრებილებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. მათი განცხადებით, არასდროს დაუშვებენ საქართველოში იმ სტატუს-კვოს დაბრუნებას, რაც 100 წლის წინ იყო.

,,100 წელი გავიდა და რუს ჯარისკაცებს საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებიათ. დღეს ჩვენი ჟესტით პოსტ-საბჭოტა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ არასდროს დავუშვებთ 100 წლის შემდეგ საქართველოში იმ სტატუს-კვოს დაბრუნებას, რაც ადრე იყო და რისკენაც სამწუხაროდ, დღესაც მიდის ყველაფერი”, - აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტთან მოძრაობა ,,სირცხვილიას” ორგანიზებით, ოკუპაციის 100 წელთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციას ასევე შეუერთდნენ ,,მოძრაობა საქართველოსთვის”, ,,ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წევრები და პოლიტიკური ფიგურები. აქციის მონაწილეებმა ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოფენა მოაწყეს, ასევე მოიტანეს ბანერები წარწერით - ,,რუსული ოცნების დასრულების დროა", ,,დეოკუპაციის დროა”.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს