ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები - ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ, იმოქმედონ თავშეკავებით, მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია და მოძებნონ კონსტრუქციული გამოსავალი

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, სამი ქვეყნის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ ნიკა მელიას დაკავება რისკის ქვეშ აყენებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას.

„ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ, იმოქმედონ თავშეკავებით, მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია და მოძებნონ კონსტრუქციული გამოსავალი, რაც საქართველოსა და მის ყველა მოქალაქის ინტერესებშია. ჩვენ ხაზს ვუსვამთ კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური დიალოგის კრიტიკულ მნიშვნელობას არსებული კრიზისის გადასაჭრელად.

ჩვენ შეშფოთებული ვართ ნიკა მელიას, მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავებით. ეს რისკის ქვეშ აყენებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას.

ჩვენ გვჯერა საქართველოს, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მომავლის.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, საკუთარი ქვეყნის მომავალი დაუკავშირონ დემოკრატიულ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას და მიმართონ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ. ჩვენ ხაზს ვუსვამთ პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას საგარეო პოლიტიკის ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა