ვახტანგ მეგრელიშვილი - ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების - რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

მე ისევე მეშინია დღევანდელი ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების - არ ვიცი ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, უფრო უსაფრთხოდ ვიქნები ამ ქვეყანაში, თუ დღეს ვარ, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, „გირჩის“ მსგავს პარტიას მანამდე „ყველა“ დაიჭერდა, რისთვისაც „ქართული ოცნების“ მადლიერია.

,,ეს ხალხი თავისი მოქმედებით და სიტყვებით როგორც ამომრჩეველს ელაპარაკება, ისე მეც მელაპარაკება. არავის არ აქვს ჩემზე გავლენის მოხდენის არანაირი შესაძლებლობა, ვიმოქმედებ იმის მიხედვით, როგორც ესენი იმოქმედებენ.

ჩვენნაირ პარტიას ყველა დაიჭერდა, მე მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომ მანამდე არ დაგვიჭირა, ამას ვაფასებთ.

მე არ მგონია, რომ ავტომატურად ბედნიერება მელოდება, თუ ეს ხელისუფლება წავა და სხვა მოვა, ამიტომ მე ვარ კრიტიკული. ოპოზიციის ქცევა, როგორი დამოკიდებულებაც ჩვენს მიმართ აქვთ, არის ძალიან საშიში, ასე რომ მოიქცნენ და ხელისუფლებაში, რომ მოვიდნენ, ხომ საშინელებას უნდა მოველოდო? ამ წამს მაშინებს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ რომ გაიმარჯვოს შესაძლოა „დაიჭირონ ან გადააგდონ“.

,,როდესაც ოპოზიციასთან ვმუშაობდით ჩვენ გვეგონა, რომ ჩვენი პარტნიორები უარს ამბობდნენ იმ ცენტრალიზებულ სისტემაზე, რომელიც ახლა გვაქვს. ჩვენ მათ შევუთანხმდით სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებაზე. ოპოზიციამ გავაფორმეთ შეთანხმება, რომ თუ ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაში, რაც დღეს ხდება ნიკა მელიას თავს ან გიორგი რურუას თავს ეს აღარ მოხდებოდა და ერთმანეთს აღარ დავიჭერდით. მაშინ კი არ მიყვარდა „ნაციონალური მოძრაობა“? ვეკითხებოდით, რომ დაგეხმაროთ მთავრობის შექმნაში ხომ არ დაგვემუქრება საფრთხე, რომ შემდეგ დაგვიჭერთ? ამის დაზღვევა იყო სწორედ ის შეთანხმებები რომლებსაც ვაფორმებდით ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ვერ მოვედით კოალიციურად, აღმოჩნდა, რომ ჩვენს პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებს ეს ნაწილი არ აინტერესებთ. ახლა, რომ სინამდვილეში ამათმა მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ ან გადაგვაგდონ“, - აცხადებს მეგრელიშვილი.

ამასთან, მეგრელიშვილი ამბობს, რომ ახლა აღარავინ საუბრობს პროპორციულ არჩევნებზე.

„ჩვენ ხომ ამ სისტემის ხელში ჩასაგდებად ვიბრძვით? რატომ გვაქვს ყველასთან პრობლემა? დაავიწყდათ ყველა საკითხი და ახლა ითხოვენ რურუას, მელიას გამოშვებას და რიგგარეშე არჩევნებს. იგივე წესრიგით ვაპირებთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას? არავინ აღარ საუბრობს იმაზე, რომ პროპორციული არჩევნები არანაკლებ მნიშვნელოვანი თემაა მოლაპარაკებების მაგიდაზე, როგორც რურუას და მელიას გამოშვება, ან რიგგარეშე არჩევნები. მე რიგგარეშე არჩევნები მინდა, მაგრამ მინდა ახალი წესებით. ახალი წესების გარეშე ზუსტად იგივე პრობლემებამდე მივალთ, რომელშიც ახლა ვიმყოფებით“, - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

იოსებ ბარათაშვილი - თუ უმოკლეს ვადებში არ გამოქვეყნდა რა აუცილებლობით კეთდებოდა ფარული ჩანაწერები, ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ძალზე მძიმე ბრალდებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2021
ირაკლი მელაშვილი - იმგვარ ვითარებაში, რომელშიც ვართ, საქართველოში ძალოვნებმა დაღუპეს ყველა ხელისუფლება და ახლა დაღუპავენ ამ ხელისუფლებასაც
კრიპტალი მომხმარებლებს 1 მილიონ შიბა ინუს (ელექტრონული ფული) ჩუქნის
BDO Digital-ი SWIFT-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა
BDO Digital-ი კომპანიებს აქტივების მართვის თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს
ქართული უნივერსიტეტი საერთაშორისო კონკურსში ნომინაციის ,,მომავლის განათლება’’ გამარჯვებული გახდა