რატი იონათამიშვილი - ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი - ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი დღეს დაგეგმილ აქციას.

იონათამიშვილი იმასაც ამბობს, რომ მმართველი გუნდი ყოველთვის მოწოდებულია ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი დიალოგის გზით, მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდეს, რაზეც რადიკალური ოპოზიცია არ მოდის.

დეპუტატის შეფასებით, ოპოზიცია ყოველთვის პროცესების რადიკალიზებას ცდილობს.

"ჩვენს ქვეყანაში აზრის გამოხატვა არის თავისუფალი. ცხადია, ეს სტანდარტი დაცული იქნება. რაც შეეხება აქციის შინაარსა და მოთხოვნებს, ეს ნამდვილად უსაფუძვლო და აბსურდულია და მას არა აქვს მხარდაჭერა არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. დიდი ხანია, ოპოზიციის მიზანია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი დაძაბულობა და რადიკალიზაცია შეიტანონ. ვინც ეცდება თამაშის წესები ამ პრინციპებზე ააგოს, განწირული იქნება. ეს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში პერსპექტივას ვერასდროს მოიპოვებს", - განუცხადა ჟურნალისტებს რატი იონათამიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა