გიგი წერეთლის განცხადებით, დღევანდელი მსვლელობა გამოხატავს „იმ აღშფოთებას, რომელიც აქვს არამარტო ოპოზიციურ სპექტრს, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს“

„ევროპული საქართველოს” წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, დღევანდელი მსვლელობა გამოხატავს „იმ აღშფოთებას, რომელიც აქვს არამარტო ოპოზიციურ სპექტრს, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში”.

მისივე თქმით, დღევანდელ აქციაზე ოპოზიციონერი ლიდერები კიდევ ერთხელ გააჟღერებენ თავიანთ მოთხოვნებს.

„მთავარი ამბავი დღეს არის სწორედ ეს მსვლელობა და მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელიც გამოხატავს იმ აღშფოთებას, რომელიც აქვს არამარტო ოპოზიციურ სპექტრს, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში ამ შექმნილი ვითარების გამო. რა თქმა უნდა, ეს არის ოპოზიციური ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება, პოლიტიკური ჩიხი, რომელშიც ხელისუფლებამ შეიყვანა მთელი ეს პროცესი, რის გამოც ამ დღეებში საქართველო პრაქტიკულად, მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებოდა მთელ მსოფლიოში, რაც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის.

დღეს გახმოვანდება ის მოთხოვნები, რაც აქვს ოპოზიციას, რაც უკავშირდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტას, ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს. ხელისუფლება კიდევ ერთხელ ხმამაღლა გაიგებს ადამიანების პროტესტს”,- განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე, დაიწყება, თუმცა იქამდე, 13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მოაწყობენ. 15:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა