მიხეილ სარჯველაძე - პროკურატურამ იმის დასტურად, რომ მის თვითმიზანს არ წარმოადგენს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა, კვლავ მელიას გადასაწყვეტად დატოვა საკითხი

პროკურატურამ იმის დასტურად, რომ მის თვითმიზანს არ წარმოადგენს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა, კვლავ ნიკანორ მელიას გადასაწყვეტად დატოვა საკითხი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე: ადასტურებს თუ არა პროკურატურის განცხადება იმას, რომ აღკვეთის ღონისძიების არ გამოყენების საკითხის გათვალისწინება და ნიკა მელიას თავისუფლებაში ყოფნა გამოძიებას ხელს არ შეუშლიდა, სარჯველაძე ამბობს, რომ „არ ადასტურებს“.

„მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა ფასად აფასებს პროკურატურის განცხადებას, ეს არ არის საინტერესო, მთავარი არის ფაქტი. მე ვფიქრობ, პროკურატურამ საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, როცა შეთავაზება მისცა საჯაროდ ნიკანორ მელიას იმასთან დაკავშირებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება გირაოს თანხის გადახდა, იმის დასტურად, რომ პროკურატურის მიზანს და თვითმიზანს არ წარმოადგენს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა, კვლავ მის გადასაწყვეტად დატოვა საკითხი,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა