რატი იონათამიშვილი - ოპოზიციის ახალი სლოგანი იქნება: არ გადავიხდი, ვერ გამომიშვებ!

ოპოზიციის ახალი სლოგანი იქნება: არ გადავიხდი, ვერ გამომიშვებ! - თუ არ გადაიხდის, ნამდვილად ვერ გაუშვებენ, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი რატი იონათამიშვილი ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების თაობაზე პროკურატურის გუშინდელ შეთავაზებაზე ოპოზიციის საპასუხო განცხადებებს.

იონათამიშვილის აზრით, ოპოზიციამ ბოლომდე მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრირება, როცა პროკურატურის განცხადების შემდეგ, კვლავ დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ გირაოს გადახდას არ აპირებენ.

"ამით მათ ის ფასადური არგუმენტიც კი უქრებათ ხელიდან, რომ თითქოს პროცესი პოლიტიკური იყო, რომლის მიზანი ნიკანორ მელიას დაპატიმრება იყო. ახლაც გამოჩნდა, რომ ეს ასე არ არის! - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს