მამუკა ხაზარაძე - ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ხიდების აშენებას, დიალოგს და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას

ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ხიდების აშენებას, დიალოგს და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგს გამოეხმაურა.

როგორც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, ოპოზიციასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი მმართველმა გუნდმა ჩაშალა.

„დიალოგის მოწოდება ჩვენი პოზიციაა პირველივე დღიდანვე, როგორც კი არჩევნები გაყალბდა. იცით, ოთხი რაუნდი ჩატარდა, მეხუთე რაუნდი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩააგდეს თავისი ქმედებებით. ჩვენ, ღია ვართ დიალოგისკენ. საქმე არ ეხება პარტიებს შორის, ან ძალაუფლების შორის ბრძოლას. საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენი ქვეყანა ასე ვერ განვითარდება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ხიდების აშენებას, დიალოგს და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას. ამ ქვეყნის საერთო მიზანია ქვეყანა ამოვიყვანოთ ჭაობიდან, ვინც არ უნდა იყოს ეს „ქართული ოცნების" თუ ოპოზიციის მხარე, ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ, ჩვენ უნდა ვნახოთ ძალა, შევთანხმდეთ ჩვენ ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებაზე, ევროპულ კურსზე და ქვეყნის ამ სერიოზული მდგომარეობიდან გამოყვანაზე",-განაცხადა ხაზარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს