გიგი უგულავა - იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, „სირცხვილის კორიდორები“ - სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? იქაც დავხვდებით

დღეს იწყება უწყვეტი პროტესტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, მთავრობისა და პარლამენტის სხდომების პარალელურად, იქნება „სირცხვილის კორიდორები“ და პიკეტირება.

„ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანას ივანიშვილი უფსკრულისკენ მიაქანებს; ვისაც მიაჩნია, რომ ერთადერთი და ლოგიკური სამართლიანი გამოსავალი რიგგარეშე არჩევანია; ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ; ვისაც მიაჩნია, რომ ის, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ყველა ზღვარს მიღმაა; ვინც გრძნობს და განიცდის, რომ ქვეყნის რეპუტაცია არის შელახული და ვისაც მიაჩნია, რომ ივანიშვილთან ერთად ქვეყანას განვითარება არ უწერია, დღეს შეიკრიბება და ხელისუფლებას თავის ძალას დაანახებს. ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლაზე რეაგირებს და საერთაშორისო აქტიურობა და საერთაშორისო ჩართულობა არის მხოლოდ მაშინ, როცა აქ ხალხი წუხს. ამიტომ ბევრმა ადამიანმა უნდა დაანახოს ამ ხელისუფლებას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ასე ცხოვრებას არ შევეგუებით. დღეს იწყება უწყვეტი პროტესტი. პარლამენტთან დარჩენის მსურველები დარჩებიან პარლამენტის წინ. ასევე, გრაფიკიც გამოცხადდება, იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, სირცხვილის კორიდორები. მთავრობის სხდომაზე შესაბამისად მოხდება. სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? იქაც დავხვდებით. უნდა იცოდნენ, რომ ქვეყნის დანგრევას, რეპუტაციის შელახვას, უკუსვლას, სტაგნაციას, გაღარიბებას, გაღატაკებას, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ჩვენს გამოცხადებას მილიონზე მეტი ადამიანი არ შეეგუება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს