დავით ზილფიმიანი - ეს გადასახადი შეიძლება ამ წუთში არც ჰქონდეს მელიას, მაგრამ ბევრი მოწადინებული ადამიანი და ორგანიზაცია იქნებოდა, რომ გადაეხადა

ეს გადასახადი შეიძლება ამ წუთში არც ჰქონდეს ნიკა მელიას, მაგრამ ძალიან ბევრი მოწადინებული ადამიანი და ორგანიზაცია იქნებოდა, რომ გადაეხადა, - ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოოდ ნიკა მელიას გადასაწყვეტია გადაიხდის თუ არა გირაოს, მაგრამ რადგან მან ულტიმატუმის ფორმით თქვა თავის დროზე: "არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ", უკან ნაბიჯის გადადგმა უჭირს.

ზილფიმიანი მიიჩნევს, რომ პროკურატურის განცხადება მხარეებისთვის "სახის შენარჩუნების" მიზნით იმისთვის გაკეთდა, რომ გაჩნდეს კიდევ ერთი შესაძლებლობა ვითარების სტაბილიზაციის.

"ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რაოდენ დიდია ის თხოვნა, მოწოდენება ჩვენი პარტნიორებისგან, სტრატეგიული მოკავშირეებისგან, ჩვენი ძმებისგან, რომ მთელი ეს მოვლენები გადავიდეს წყნარ ჩარჩოში. ამასვე მიება ის საკითხი, რომ კვლავაც ღია დარჩა შესაძლებლობა ნორმალიზებისა იმით, რომ ეს უკვე ავადსახსენებელი გადასახადი იქნეს გადახდილი, მითუმეტეს, რომ ეს გადასახადი შეიძლება ამ წუთში არც ჰქონდეს მელიას, მაგრამ ძალიან ბევრი მოწადინებული ადამიანი და ორგანიზაცია იქნებოდა რომ გადაეხადა. სახეც რომ შეინარჩუნოს ორივე მხარემ და მაინც მოხერხდეს დასხდომა და მოლაპარაკების გაგრძელება, ეს არის მნიშვნელოვანი. უკვე დროა, რომ ნელ-ნელა ნორმალიზება მოხდეს და ამისთვის ჩვენც და იცით ჩემი პოზიცია რომ რაღაცნაირად ხელი შევუწყოთ ყველამ, დავწყნარდეთ ყველა. ახლა მხარეები ცდილობენ ერთმანეთს შეუნარჩუნონ სახე. რა თქმა უნდა ნონსენსია, როცა დღეს აკავებ და ხვალ ეუბნები, რომ არ გინდა მისი დაკავება, მაგრამ ამ სიტყვებშიც უნდა დავინახოთ მოწადინება პროკურატურის და ქვეყნის, რომ შეუნარჩუნონ ერთმანეთს სახე", - განაცხადა ზილფიმიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს