„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიისკენ მსვლელობას მართავენ

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ. ისინი ფილარმონიისკენ მიემართებიან, საიდანაც ოპოზიციის მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ შეუერთდებიან.

როგორც „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, 15:00 საათზე პარლამენტთან დაანონსებულ აქციას „ლელოს" მხარდამჭერები, რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, აქცია პარლამენტის შენობასთან, 15:00 საათზე, დაიწყება, თუმცა იქამდე, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მოაწყობენ.

15:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს.

დაგეგმილია დამატებითი კარვების გაშლაც. ამასთან, მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.

იხილეთ ვიდეო:"მსვლელობა თავისუფლებისთვის" - ოპოზიცია ნიკა მელიას მხარდასაჭერად საპროტესტო მსვლელობას მართავს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო