ქობულეთის საკრებულომ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს ბონდო თედორაძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა

ქობულეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ბონდო თედორაძეს საკრებულოში უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილებას ქობულეთის საკრებულოს 21 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. როგორც უმრავლესობაში ჟურნალისტებს განუცხადეს, ბონდო თედორაძე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობას არ ღებულობა.

თავად ბონდო თედორაძე კი დღევანდელ სხდომას არ ესწრება.

"ეს 6 თვე იყო ყველაზე მწვავე, ძალიან მნიშნელოვანი პერიოდი. საკრებულოში ფინანსური საკითხები განიხილებოდა, დამტკიცდა ბიუჯეტი. ვერ მივიღებთ არგუმენტად, რომ არ მოვიდა და ხალხში დადიოდა?! ხალხში ყველა დადიოდა და ბიუჯეტის დამტკიცებაშიც მიიღეს მონაწილეობა", - განაცხადა ქობულეთის საკრებულოს წევრმა ნათია თხილაიშვილმა.

ამასთან, ქობულეთის საკრებულო კიდევ ერთი დეპუტატის მამულო სურმანიძის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მსჯელობს. ის ასევე"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს საკრებულოში.

ცნობისთვის, ქობულეთის საკრებულოში საერთო ჯამში 35 დეპუტატია წარდგენილი. დეპუტატისთვის უფლებამოსილების შესაწყვეტად 19 ხმაა საჭირო. საკრებულოში გამოთავისუფლებულ ადგილს პარტიული სიით მომდევნო წევრი დაიკავებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს