რომან გოცირიძე - ხელისუფლებას და ივანიშვილს მოუწევთ, რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლონ ნიკა მელია, იმიტომ, რომ საპროტესტო ტალღა მოიმატებს

ხელისუფლებას და ივანიშვილს მოუწევთ, რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლონ ნიკა მელია, იმიტომ, რომ საპროტესტო ტალღა მოიმატებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გენერალური პროკურატურის განცხადებას, რომ პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

გოცირიძის თქმით, ხელისუფლება ჩიხშია შესული და პროკურატურის განცხადებაც ამას ადასტურებს.

„სამართლებრივად, აბსოლუტურად უაზრო შეთავაზება იყო, გირაო გადაიხადეო, როდესაც უკვე გირაოს არგადახდის გამო დააპატიმრეს. გირაოს საკითხზე მატარებელმა ჩაიარა. პროკურატურას სხვადასხვა ბერკეტი აქვს, რომ განსხვავებული წინადადებით შევიდეს სასამართლოში და ამის გაკეთება მოუწევს. ხელისუფლებას და ივანიშვილს მოუწევთ, რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლონ ნიკა მელია, იმიტომ, რომ საპროტესტო ტალღა მოიმატებს არამხოლოდ თბილისში, არამედ ეს მოედება მთელს ქვეყანას. იქნება სერიოზული ზეწოლა და უკვე ძალიან სერიოზული პოლიტიკოსები სანქციებზე ალაპარაკდნენ. საკმარისია, რომ რაღაც საკითხი დაიძრას, მერე ის ფინიშამდე მივა. გავიხსენოთ, პლახატნიუკი, რომელიც მოლდოვიდან გაიქცა და რომლის ოჯახიც ამერიკაში ცხოვრობდა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ამერიკიდან გამოაძევებდნენ. ახლა, სად იმალება არავინ იცის. ამიტომ, პერსონალური სანქციები აპრობირებული ფორმაა და ასეთ ვითარებაში მისი გამოყენების შანსი არსებობს. ამას კარგად გრძნობს ივანიშვილი და მელიას საპყრობილეში ყოფნა დიდ ხანს არ მოუწევს", - განაცხადა გოცირიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს