პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა

პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების ორგანიზებული აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებამდე ოპოზიციონერმა ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა „მსვლელობა თავისუფლებისთვის” გამართეს, რითაც ნიკა მელიას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

კერძოდ, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოემართნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები - ფილარმონიიდან, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები კი „რუსთაველის“ მეტროსთან შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ სწორედ აღნიშნული ადგილიდან დაიძრნენ.

დღევანდელ აქციაზე, ოპოზიციონერი ლიდერები თავიანთ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ და საზოგადოებას სამოქმედო გეგმებს გააცნობენ.

იხილეთ ვიდეო:ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოზიცია და მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბენენ - აქცია სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს