მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პარლამენტის ეზოში საპოლიციო ძალისა და სახანძრო მანქანების მობილიზება დღეს დაანონსებულ აქციას უკავშირდება

ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პარლამენტის ეზოში საპოლიციო ძალისა და სახანძრო მანქანების მობილიზება დღეს დაანონსებულ აქციას უკავშირდება, რომელსაც ოპოზიცია მართავს. როგორც მან აღნიშნა, ეს ნორმალური პროცედურაა, რაც უსაფრთხოების დაცვას უკავშირდება.

"ნორმალური პროცედურაა და თავსებადია მართლზომიერ პროცედურებთან. როცა კანონს სცდება აქცია, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებები იყოს მობილიზებული. პოლიციის მოვალეობაა, რომ აღკვეთოს ნებისმიერი გამოვლინება, რომელიც პროტესტის კანონსაწინააღმდეგო ფორმას მიიღებს,"- განაცხადა სარჯველაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს