აქციის მონაწილეების ნაწილის მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან კარვები გაიშლება

აქციის მონაწილეების ნაწილის მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან კარვები გაიშლება.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ აქციის მონაწილეებისთვის მიმართვისას აღნიშნა, ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება უწყვეტ პროტესტს შეუერთდეს.

„ახლა დავიძვრებით ჩიტაძის და შემდეგ უკვე ინგოროყვას ქუჩით კანცელარიისკენ. კანცელარია დღეს მთავარი უტვინობის და ბოროტების სიმბოლოა. ამიტომ ჩვენი ვალია იქ მივიდეთ, ისევე, როგორც ეს უტვინო მოვიდა ჩვენთან, დაგვარბია. პარალელურად, როდესაც ჩვენ ვიქნებით იქ, პარლამენტთან ჩვენი თანამებრძოლები სხვადასხვა ქალაქიდან, გაშლიან კარვებს და ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება შემოუერთდეს უწყვეტ პროტესტს, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებით და რიგგარეშე არჩევნებით დამთავრდება. ჩვენი შეკრების მიზანია ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენ ვამბობთ სიტყვას თავისუფლებისთვის, ჩვენი მეგობრები იმღერებენ და იქნება მუსიკა თავისუფლებისთვის. თავისუფლება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება ქვეყანას!“ -აღნიშნა უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა