ანზორ მელია - ამ აქციიდან ნიკას მინდა ვუთხრა - ბრძოლა ბოლომდე!

აქციაზე მყოფი ადამიანები მოითხოვენ თავისუფლებას - ბრძოლა ბოლომდე! - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს ადამიანები ციხეში ჩასვას, მაგრამ ამას ისინი არ შეეგუებიან.

"დღეს ჩემ სათქმელზე პასუხი გაცემულია. პასუხი არის ის ხალხი, ვინც აქ იმყოფება. აქციაზე მყოფი ადამიანები მოითხოვენ თავისუფლებას. ივანიშვილს სურს ჩაგვსვას ციხეში და ხალხი ამას არ შეეგუება. დღეს აქციაზე ნიკას წერილი წაიკითხეს, რომელიც ციხიდან გამოაგზავნა. ეს არის ლიდერის წერილი, სამშობლოს სიყვარულზე განპირობებული წერილია. ამ აქციიდან ნიკას მინდა ვუთხრა - ბრძოლა ბოლომდე! " - განაცხადა ანზორ მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა