„მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მონაწილეების ნაწილი საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავს

„მსვლელობა თავისუფლებისთვის” მონაწილეების ნაწილი საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავს. პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „მონებო”.

ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, თავიანთ მოთხოვნებს ისინი იმ შენობასთან გააჟღერებენ, სადაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის კაბინეტის წარმომადგენლები იმყოფებიან.

„ევროპული საქართველოს“ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აქციის მონაწილეებს მიმართა. უგულავამ პოლიცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიციის ფორმაში ჩაცმული ბანდა არ სჭირდება.

„სამწუხაროდ, ჩვენი პოლიცია „ოპრიჩნიკების“ ბრიგადა გახდა, რომელიც მარტო ივანიშვილის და ღარიბაშვილის ხუშტურებს ექვემდებარება. მათი ადგილი თავისუფალი საქართველოს პოლიციაში არ იქნება“,-აღნიშნა უგულავამ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა