გია ვოლსკი - ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს სურს სხვებმა "ხელი გაანძიონ" და ამის შემდეგ ჩამოვიდეს.

"ცოტა რთულია იმ ქონების და საკუთრების დატოვება, რაც თუნდაც უკრაინაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გააჩნია, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც თვითონ ამბობს: "ხელი გაანძირეთ და ჩამოვალო" - ეს არის მთავარი ფორმულა, რომელსაც სთავაზობს. მე არ მინდა სარკასტული განცხადება გავაკეთო, მაგრამ ერთი უნდა ვთქვა, სამწუხაროა, რომ დღეს სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც სუფევს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში,"- განაცხადა ვოლსკიმ.

„მე არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დანაპირებს“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსული ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე განცხადებით, ის ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის, თუმცა ამავდროულად არ სურდა ოპოზიციური ერთიანობის დარღვევა, რადგან საქართველოში ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას მისი პოპულარობა არ მოსწონდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა