გია ვოლსკი - ხალხს არ უნდა ქვეყნისთვის ისეთ დამღუპველ პროცესებში მონაწილეობა, რასაც დესტაბილიზაცია ჰქვია, ამის დასტურია აქციაზე 4-5 ათასი მომიტინგის ყოფნა

ხალხს არ უნდა ქვეყნისთვის ისეთ დამღუპველ პროცესებში მონაწილეობა, რასაც დესტაბილიზაცია ჰქვია,- ეს შეფასება ოპოზიციურ აქციასთან დაკავშირებით პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის აზრით, ამის დასტურია აქციაზე 4-5 ათასი მომიტინგის ყოფნა.

ვოლსკი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი კონფრონტაციის გაღრმავებაა, ხოლო თუკი მათ "საქართველოს დამარცხება და ძირს დაგდება აწყობთ, ეს არ აწყობს საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას".

"პროტესტი, რა ფორმითაც მას ოპოზიცია მიმართავს, დასაშვებია. არავინ ამის წინააღმდეგი არ არის. საქართველოში დემონსტრაციები არ იკრძალება. ის, რომ პოლიტიკურ ოპონენტებზე პერსონალური დევნა უნდა მოაწყონ, ეს აქციების შინაარსზე მიუთითებს. ვისაც დღეს საპროტესტო განწყობა აქვს, მინდა ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივმართო: - არჩევნები არ გაყალბებულა, ხოლო თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ გაყალბდა, საკუთარ პოლიტიკურ რჩეულს დაავალოს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მიიღოს მონაწილეობა. საერთაშორისო თანამეგობრობას უკან არ წაუღია მოწოდება იმის თაობაზე, რომ დაპირისპირებები პარლამენტში უნდა მოხდეს და არა ქუჩაში. რაც მთავარია, საზოგადოების განწყობა არანაირად არ შეესაბამება გეგმებს, რაც მიხეილ სააკაშვილს და მის გარშემო შეკრებილებს გააჩნიათ. არავითარი ნიშანი და საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ვინმემ საქართველოში პრორუსულ პოლიტიკაზე ილაპარაკოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი