ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ პოზიციაზე მუშაობა, განსაკუთრებით რთული გამოწვევების პირობებში, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებდა!

გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომელთა ყოველდღიურმა შრომამ შესაძლებელი გახადა ამ გამოწვევებთან გამკლავება.

ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას გიხდით ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა საქმიანი ურთიერთობა და ერთობლივად ვცდილობდით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას.

დარწმუნებული ვარ, ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, ვინ სად და რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყოთ, რადგან იცვლება მხოლოდ პოზიციები, მიზნები კი, რომელსაც ვემსახურებით - არასოდეს!

და ბოლოს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას - უაღრესად ღირსეულ, სწორი ფასეულობების და მაღალი პრინციპების ადამიანს, განსაკუთრებული უნარების მენეჯერსა და ნამდვილ ლიდერს, რომელმაც მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მომცა.

დარწმუნებული ვარ, მომავალშიც შევძლებთ საკუთარი წვლილის შეტანას ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებაში!

წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს მთავრობას და ადმინისტრაციის მომავალ ხელმძღვანელობას!“- წერს ბერდია სიჭინავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა