გიგი უგულავას განცხადებით, თუ კარვები პარლამენტის მიმდებარედ არ დაეტევა, რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო ნაწილზეც გაშლიან

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კარვები პარლამენტის მიმდებარედ არ დაეტევა, რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზეც გაშლიან.

როგორც გიგი უგულავა ჟურნალისტებთან აცხადებს, კარვებს სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები ცალ-ცალკე შლიან.

"ჩვენ ვმსჯელობთ მართლზომიერებაზე და არა კანონიერებაზე. ფუნდამენტური განსხვავებაა. ეს პოლიცია, ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი 23 თებერვლის შემდეგ საერთოდ არ უნდა ლაპარაკობდეს კანონიერებაზე. ყველა ზღვარს გადავიდნენ. აქ არის ასეთი შეთანხმება, სამოქალაქო აქტივისტები ცალკე და პარტიები ცალკე. პარტიების პოზიციაა, რომ კარვები აქ იდგეს, თუ არ დაეტევა მაშინ გადავიდეს. თითქოს, რამდენიმე კარავი მოდის, აქ თუ არ დაეტევა, ფეხით სავალიც ხომ უნდა იყოს ადამიანებისთვის, მაშინ გაიშლება იქით ", - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გაშალეს. სამართალდამცველებმა მათ გაფრთხილება მისცეს, რომ კარავი გონივრულ ვადაში აიღონ.

ამ დროისთვის პარლამენტთან ოპოზიციური ლიდერების სიტყვით გამოსვლები დასრულებულია. ადგილზე რამდენიმე კარავია გაშლილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა