ნიგერიის სკოლიდან შეიარაღებულმა პირებმა 300-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს

ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში, ზამფარას შტატში შეიარაღებულმა პირებმა 317 მოსწავლე გოგონა გაიტაცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თავდასხმა ქალაქ ჯანგებეში, „გოგონათა სამეცნიერო საშუალო სკოლაში“ მოხდა.

ზამფარას შტატის პოლიციის ინფორმაციით, მათ გატაცებული გოგონების გასათავისუფლებლად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია არმიასთან ერთად დაიწყეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

გასულ კვირას, ნიგერიის ერთ-ერთ სკოლას დაუდგენელი შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და 42 ადამიანი, მათ შორის 27 მოსწავლე, გაიტაცეს. თავდასხმას ერთი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, გატაცებულები ჯერჯერობით არ გაუთავისუფლებიათ.

გასული წლის დეკემბერში კი ათობით შეიარაღებულმა პირმა ნიგერიის ქალაქ კანკარაში მდებარე სკოლიდან 344 მოსწავლე გაიტაცეს. გატაცებულები 6 დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა