გიორგი ვაშაძე - მინდა ოპტიმისტი ვიყო, უახლოეს კვირებში ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ უახლოეს კვირებში ხელისუფლებასთან შეთანხმება მოხდება.

მისი თქმით, არეულობა „უნდა დავაწყნაროთ, დაპირისპირებული მხარეები უნდა შევათანხმოთ, ქვეყანა უნდა გავაერთიანოთ და განვითარების გზას უნდა დავადგეთ“.

„ჩვენ გვაქვს ორი კონკრეტული ფლანგი, სადაც აქტიურ ქმედებებს ვახორციელებთ. ერთია - ქვეყნის შიგნით არაძალადობრივი პროტესტი და მეორე - საგარეო ასპარეზზე. ვხედავთ, რომ თითქმის სრულად შეიცვალა ის გარემოებები და ყველა ნათლად ხედავს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ქვეყანა თავისი გადაწყვეტილებებით. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ნიკა მელიას დაკავებაზე, საუბარია ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ამიტომ, ვფიქრობ, და მინდა ოპტიმისტი ვიყო და უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება და ამის იმედი მაქვს. ყველა დაიღალა ამ არეულობით. არც ევროკავშირისთვის და არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სულ ერთი არ არის, თუ რა იქნება საქართველოში, როგორ წავა ეს ქვეყანა, იმიტომ, რომ მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი უკანასკნელი ფორპოსტი დღეის მდგომარეობით დემოკრატიული ევროპული განვითარებისთვის, ამიტომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ბრძოლაში, ჩვენ ძალიან მაგარი ზე-სახელმწიფოები გვიჭერენ მხარს. არეულობა უნდა დავაწყნაროთ, დაპირისპირებული მხარეები უნდა შევათანხმოთ, ქვეყანა უნდა გავაერთიანოთ და განვითარების გზას უნდა დავადგეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა