თბილისის საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული სამი პირის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი დაკავებულების სულიკო საყევარაშვილის, გიორგი სახელაშვილის 2000-2000-ლარიანი გირაოს, ვაჟა გიგაურის შემთხვევაში კი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს