ნინო წილოსანი - საზოგადოებას, მათ შორის, ოპოზიციის ამომრჩეველს, არ უნდა პიკეტირების ის ფორმები, რომლებსაც ისინი რევოლუციური სცენარით სთავაზობენ

საზოგადოებას, მათ შორის, ოპოზიციის ამომრჩეველს, არ უნდა ბოიკოტირების, პიკეტირების ის ფორმები, რომლებსაც ისინი სთავაზობენ რევოლუციური სცენარით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქმდებები, რომელსაც ოპოზიცია ახორციელებს, საზოგადოების დაკვეთა არ არის, სწორედ ამიტომ, ისინი მოქალაქეების მობილიზაციას ვერ ახერხებენ.

"ამ ფაქტობრივ მოცემულობას, რომ ისინი ხალხის მობილიზაციას ვერ ახდენენ აქვს ერთი უმთავრესი მიზეზი და განპირობებულია იმით, რომ ჩვენ საზოგადოებას, მათ შორის მათივე ამომრჩეველს ნამდვილად არ უნდა ბოიკოტირების, პიკეტირების ის ფორმები, რომლებსაც ისინი სთავაზობენ რევოლუციური სცენარით და ყველა ემხრობა იმას, რომ ოპოზიამ ისევე, როგორც მმართველმა გუნდმა იმუშაოს პარლამენტში, ოპოზიციამ გაუწიოს ოპონირება საპარლამენტო ფორმატში და არა იმ სცენარით განვითარდეს მოვლენები, რასაც ისინი ამ რევულუციური მოწოდებებით ახორციელებენ", - განაცხადა წილოსანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო