ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულები „კომენდანტის საათის“ დროს ქუჩაში სანაიას დასახმარებლად ჩავიდნენ

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულები ქვეყანაში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში ქუჩაში გვიან ღამით იმის გამო იმყოფებოდნენ, რომ მათ ფანჯრიდან დაინახეს, ვახო სანაიას დახმარება რომ ესაჭიროებოდა.

"ფანჯრიდან დაინახეს ადამიანი, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, ისინი ადამიანის დასახმარებლად ჩავიდნენ", - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი სახელაშვილი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, დაკავებულების მხრიდან მიმალვის საფრთხე არსებობს, ვინაიდან მათ არაერთხელ აქვთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთილი.

„ქვეყნიდან წასვლის საფრთხე არისო თქვა, პროკურორმა. საზღვარი ბოლოს 2008 წელს, მკურნალობის მიზნით მაქვს გადაკვეთილი“, - განაცხადა სახელაშვილმა.

მისივე ადვოკატის თქმით, სახელაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, კერძოდ კი, ლეიკემია.

ცნობისთვის, გუშინ, ვახო სანაიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ თოვლის გამო მის მანქანას გადაადგილების პრობლემა შეექმნა და ბრალდებულები იქამდე, ვიდრე მას იცნობდნენ, ეხმარებოდნენ კიდეც. "თავდაპირველად, ვიდრე მიცნობდნენ, ვიდრე ნიღაბს ჩამოვიხსნიდი, ორი მათგანი ეხმარებოდა კიდეც ჩვენს მძღოლს", - განაცხადა სანაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა