მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის მიერ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შესახებ დასახულ გეგმებზე.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის ხალხთაშორისი და ბიზნეს-წრეების კონტაქტების ჩათვლით.

„თავის მხრივ, ნიდერლანდების ელჩმა ურყევი მხარდაჭერა გამოხატა ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართ და ამ პროცესში მხარდაჭერის მუდმივი მზადყოფნა გამოთქვა.

დიპლომატმა ისაუბრა ნიდერლანდების სამეფოს მხრიდან საქართველოსადმი დახმარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ასევე აქცენტი გაკეთდა სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს