მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ, დღეს კვლავ ვიბრძვით რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავზე, რამაც საქართველოს დემოკრატიული განვითარება რამდენიმე ათწლეულით შეაფერხა, დღეს კვლავ ვიბრძვით რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ , - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წარმომადგენელმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ზამთრის სესიის ფარგლებში, ონლაინ ფორმატში გამართულ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სამი კომიტეტის გაერთიანებული (პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტი, ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიისა და გარემოს დაცვის კომიტეტი, და დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტი)შეხვედრის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით და რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მათი ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა ეუთო-ს ამჟამინდელ თავმჯდომარეს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში განხორციელებული ვიზიტისთვის.

„ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას, ისაუბრა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის - ზაზა გახელაძის უკანონო დაპატიმრებასა და 12 წლით თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილებაზე. ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას გახელაძის და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებითაც დასტურდება. მისივე განცხადებით, აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, რათა რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ქმედებები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა