ერაყში საპროტესტო აქციაზე 5 ადამიანი დაიღუპა, 175 კი - დაშავდა

ერაყის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნასირიაში საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად მინიმუმ ხუთი დემონსტრანტი დაიღუპა და 175-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. როგორც ადგილობრივ საავადმყოფოში აცხადებენ, გარდაცვლილთა უმეტესობა ტყვიას ემსხვერპლა.

ტყვიისგან მიყენებული ჭრილობები აქვს დაახლოებით 120 დემონსტრანტს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ასევე დაშავდა მათი ძალების სულ მცირე 57 წარმომადგენელი. ქალაქში ძალადობრივი აქციები უკვე ერთი კვირაა გრძელდება. კვირას უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გახსნეს მომიტინგეების დასაშლელად, რომლებიც ქვებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით რეგიონის მთავრობის შენობის დარბევას ცდილობდნენ. პროტესტის მონაწილეები გუბერნატორის გადაყენებას და 2019 წლიდან მოკლული მომიტინგეების მიმართ სამართლიანობას ითხოვენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა