აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებული კოვიდ 19-ის დახმარების გეგმა დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებული 1.9 ტრილიონი დოლარის მოცულობის კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური დახმარების პაკეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამის შემდეგ კანონპროექტი სენატში გადაინაცვლებს, რომელმაც მისი ძირითადი ელემენტი - მინიმალური ხელფასის გაორმაგება - უკვე დაბლოკა. კანონპროექტი მიზნად ისახავს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამისა და ტესტირების გაფართოებასა და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სტაბილიზაციას.

ამასთან, პაკეტი ითვალისწინებს ოჯახების, მცირე ბიზნესებისა და შტატის და ადგილობრივი მთავრობისთვის ფულადი კომპენსაციის გამოყოფას. პაკეტს რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან, რის მიზეზადაც მთავრობის ხარჯების ზრდის გრძელვადიან ეკონომიკურ შედეგებს ასახელებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა