„ახალგაზრდობის სააგენტომ“ ონში მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში შეხვედრა გამართა

„ახალგაზრდობის სააგენტომ“, ონის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში შეხვედრა გამართა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და მიღწეული შედეგები იქნა განხილული, რაც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გაკეთდა.

„მათ შორისაა მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალგაზრდების საჭიროებებების კვლევის შედეგების განხილვა, რაზე დაფუძნებითაც ადგილზე ახალგაზრდობის სტრატეგიის დოკუმენტი შეიქმნა. მიმდინარედ აღნიშნული დოკუმენტი საჯარო განხილვების ეტაპზეა, რის შემდეგაც უახლოეს პერიოდში საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება.

შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა, ონის მუნიციპალიტეტში, მცირე ახალგაზრდული სივრცის გახსნაა, რაც ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, ონის მუნიციპალიტეტშის კულტურის სახლში, მცირე ახალაგზრდული სივრცე გაიხსნა, ამისთვის სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა