ველომარშრუტით - „ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ 26 წლის ველოსიპედისტმა, სპიკერმა და ფანდრაიზერმა ლუკ გრენფელშოუმ საქართველოში მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო

ველომარშრუტით - „ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ 26 წლის ველოსიპედისტმა, სპიკერმა და ფანდრაიზერმა ლუკ გრენფელშოუმ საქართველოში მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ველომარშრუტის ფარგლებში ლუკ გრენფელშოუ ველოთი 30 ქვეყნის გავლასა და სიმსივნით დაავადებულთათვის 300,000 ევროს შეგროვებას გეგმავს.

„მისი მოგზაურობა შთამაგონებელი და მაგალითის მიმცემია, მათთვის ვინც ლუკის მსგავსად სიმსივნეს ებრძვის, პროექტმა ევროპული მედიის ყურადღებაც მიიპყრო და ლუკის მოგზაურობას გამომწერებთან ერთად თვალს ადევნებს ჟურნალისტებიც. ამჟამად, მასთან ერთად საქართველოში იმყოფება ბიბისის ჟურნალისტიც, რომელიც ლუკის მოგზაურობაზე ფილმს ამზადებს.

რეგიონში ყოფნისას ახალგაზრდა ველოსიპედისტმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და მთიანიაჭარა მოინახულა. ლუკის აჭარაში მოგზაურობას ორგანიზება აჭარის ტურიზმის დეპარამენტმა გაუწია. ის რეგიონს დღეს დატოვებს და გეზს აღმოსავლეთ საქართველოსკენ აიღებს. მას ბათუმიდან ფოთამდე Critical Mass ბათუმის ველოსიპედისტები გააცილებენ“,- აცხადებენ უწყებაში.

მათი ინფორმაციით, საქართველოში ლუკ გრენფელშოუსთან ერთად მოზაურობს მისი დედაც, რომელიც შვილთან ერთად მართავს ველოსიპედს და ის საქართველოს შემდეგ ველოსიპედისტი მოგზაურობას უკვე აზერბაიჯანის მიმართულებით გააგრძელებს.

„ამ მოგზაურობის ერთ-ერთი მიზანი თავგადასავალი, მეორე კი ადამიანებისთვის სტიმულის მიცემაა. 2018 წელს, დამიდგინდა სიმსივნის აგრესიული ფორმა, თუმცა ბევრი ადამიანი შემხედავს ახლა და ალბათ არც დაიჯერებს. ამ მოგზაურობით მინდა ვაჩვენო, რომ შენ მაინც შეგიძლია იოცნებო და იცხოვრო შენი საუკეთესო ცხოვრებით პანდემიისა და ბევრი სხვა სირთულეების მიუხედავად. ეს მოგზაურობა ერთი წლის წინ, 2020 წლის 1 იანვარს დავიწყე. მთელი წელი დამჭირდა და ცოტა მეტიც, რომ საქართველომდე ჩამოვსულიყავი. ნაწილობრივ, პანდემიის გამო, მაგრამ გულწრფელად, რომ ვთქვა აღფრთოვანებული ვარ აქ ყოფნით. მოგზაურობის დასაწყისში საქართველო მოწინავე იყო ჩემს სიაში. მართალია, მის შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცი, თუმცა, ერთი სული მაქვს აღმოვაჩინო ის“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლუკ გრენფელშოუმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა