საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა DAAD-ის კვლევითი გრანტი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი, DAAD-ის ერთწლიანი სადოქტორო კვლევითი გრანტის ფარგლებში, დასავლეთ საქსონიის, ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში კვლევებს ატარებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პანდემის გამო, დოქტორანტმა თამუნა ხვედელიძემ DAAD-ის ნებართვით, სამეცნიერო სამუშაოები დისტანციურად დაიწყო და ამჟამად, კვლევებს უკვე გერმანიაში, ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში განაგრძობს.

„ტექნიკური უნივერსიტეტი ჩემთვის, ფაქტობრივად, მეორე სახლია. 2010 წლიდან, სწავლების ყველა საფეხური ამ უნივერსიტეტში გავიარე და ვთვლი, რომ დღეს თუ რაიმეს მივაღწიე კარიერული კუთხით, ჩემი უნივერსიტეტის დამსახურებაა, იმ პროფესიონალების, რომლებიც წლების მანძილზე არა მხოლოდ ლექტორები იყვნენ ჩემთვის, არამედ მეგობრები, მენტორები და მისაბაძი ადამიანები. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ 2014 წელს ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის წარჩინებით დასრულების შემდეგ, აქვე განვაგრძე სწავლა ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც 2016 წელს ასევე წარჩინებით დავასრულე და შემდეგ ინფორმატიკის სადოქტორო პროგრამაზე ჩავირიცხე. მინდა აღვნიშნო, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ძალიან ეხმარება მოტივირებულ სტუდენტებს დასაქმების კუთხით. საბაკალავრო ეტაპზე საუნივერსიტეტო საგამოცდო ცენტრში ვმუშაობდი, რაც ძალიან დამეხმარა სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაში და შემდგომი კარიერული ნაბიჯების გადადგმაში“, - აღნიშნავს თამუნა ხვედელიძე.

დასავლეთ საქსონიის ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი თამარ ხვედელიძე სამეცნირო კვლევას ატარებს, 1897 წელს დაარსდა, როგორც საინჟინრო სკოლა, ხოლო 1992 წელს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა.

„ჩემი სადოქტორო კვლევის თემა ეხება IT-სერვისებისა და ოპერაციების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას ბიზნესორგანიზაციებში. თემის ხელმძღვანელია ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი ფრანკ გრიმი. დოქტორი გრიმი, ასევე, ხელმძღვანელობს ტრანსნაციონალურ განათლების პროექტს გერმანიისა და ყირგიზეთის გამოყენებითი ინფორმატიკის ინსტიტუტებს შორის. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ. გარდა ამისა ის ხელმძღვანელობს სტუდენტებისა და ლექტორების მობილობის პროცესს საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებთან, DAAD-ის და Erasmus + პროექტების ფარგლებში. მსგავსი კვლევითი გრანტის მოპოვება მნიშვნელოვანია დოქტორანტებისთვის, რადგან ახალგაზრდა მკვლევრებს ამ დროს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ მრავალ საინტერესო მასალას და მოისმინონ სხვადასხვა საინტერესო იდეა თუ მოსაზრება სხვა ქვეყნის უნივერსიტეტის პროფესორებისგან თუ სტუდენტებისგან, გააფართოვოს კვლევის არეალი, რაც შემოქმედებითი აზროვნების არეალის ზრდას განაპირობებს და რა თქმა უნდა, მეტად საინტერესო სადოქტორო ნაშრომის შექმნას. გარდა ამისა, მსგავსი გრანტები ძალიან სასარგებლოა სხვა ქვენის კულტურისა თუ ცივილიზაციის გასაცნობად, პროფესიულ თუ სასწავლო სფეროში საინტერესო კონტაქტების დასამყარებლად და სხვა“, - აცხადებს თამუნა ხვედელიძე.

უნივერსიტეტის ცნობით, DAAD-ის კვლევითი გრანტის მოსაპოვებლად აუცილებელია აპლიკანტს ჰქონდეს მიმდინარე აქტიური სასწავლო სტატუსი სადოქტორო პროგრამაზე. გარდა ამისა, აუცილბელია აპლიკანტს ჰქონდეს მიწვევა რომელიმე გერმანული უნივერსიტეტიდან, სადოქტორო თემის ხელმძღვანელის თანხმობა და კვლევის დეტალური გეგმა. კვლევითი გრანტის მოპოვების პროცესში არის კიდევ ერთი დამატებითი მოთხოვნა - განაცხადის შეტანისას გერმანიაში აპლიკანტის შესაძლო ცხოვრების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 15 თვეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს